Terms

ჩვენი მომსახურება EPISODE არის მეორადი ტანსაცმლის ონლაინ მაღაზია, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს შეიძინოს წარმოდგენილი პროდუქცია და მიიღოს ადგილზე მიტანის მომსახურება. თქვენ მიერ შერჩეული, სამომხმარებლო კალათში აღმოჩენილი პროდუქტი, შესყიდვის ოპერაციის განხორციელებამდე არ  იქნება დაზღვეული იმ რისკისგან, რომ  ვებ გვერდზე  დარეგისტრირებული  სხვა მომხმარებელი არ დაგასწრებთ ამავე ნივთის შეძენას. აქედან გამომდინარე, გირჩევთ დროულად განახორციელოთ შესყიდვა. Episode  არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ თქვენ, როგორც ვებ გვერდის მომხმარებელმა, ვერ შეიძინეთ სასურველი პროდუქტი, მიუხედავად იმისა, რომ პროდუქტი გადახდის ოპერაციის განხორციელებამდე იხილეთ episode.ge – ის ვებ გვერდზე. იმ შემთხვევაში, თუ სისტემამ უარი გითხრათ ტრანზაქციის განხორციელებაზე და მოგაწოდათ ინფორმაცია თქვენ მიერ შერჩეული პროდუქტის არ არსებობასთან დაკავშირებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ მიიღოთ ეს ინფორმაცია არსებული შეთანხმების შესაბამისად.   თქვენი ანგარიში და პროფილი თქვენი EPISODE.GE – ის ვებ-გვერდის ავტორიზაციისა და ანგარიშის გამოყენება აკრძალულია ნებისმიერი სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირისათვის. მხოლოდ თქვენ აგებთ პასუხს ნებისმიერი მომსახურებით სარგებლობისაზე, რომელიც განხორციელდება სხვა პირთა მიერ თქვენი episode.ge – ს ანგარიშის გამოყენებით. უსაფრთხოების მიზნით, გთხოვთ, დაუყოვნებლოვ შეგვატყობინოთ, თუ გაიგებთ, რომ თქვენი episode.ge – ის ანგარიშის გამოყენება ხორციელდება თქვენი ნებართვის გარეშე.   ანგარიშსწორება EPISODE.GE – ზე ანგარიშსწორება შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის Visa და Mastercard ბარათის მეშვეობით. უცხოური Visa/Mastercard ბარათები და Amex ბარათები, ამ ეტაპზე, არ მიიღება.   დაბრუნების პოლიტიკა ყურადღებით გადაიკითხეთ დაბრუნების პოლიტიკის წესები, რადგან მხოლოდ ქვეაღნიშნული პუნქტების გათავალისწინებით მოხდება გაყიდული პროდუქციის უკან დაბრუნება • იმ შემთხვევაში თუ ვებსაიტზე (www.episode.ge) წარმოდგენილი ინფორმაცია (ბრენდი, ზომა, ფერი) არ ემთხვევა შეკვეთილი პროდუქტის მონაცემებს. • თუ პროდუქციას გააჩნია წუნი და ამის შესახებ არ იყო აღნიშნული ვებსაიტზე (www.episode.ge) პროდუქციის აღწერაში. • ზემოაღნიშნული ხარვეზების დაფიქსირების შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა აცნობოს მაღაზიას (www.episode.ge) , საკონტაქტო მისამართზე contact@episode.ge ნივთის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქცია უკან არ მიიღება. • პროდუქციის უკან დაბრუნების შემთხვევაში, მისი მაღაზიის (www.episode.ge) საწყობამდე მიწოდებაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი. • პროდუქციის უკან დაბრუნების ხარჯებს ფარავს მომხმარებელი. • მაღაზია (www.episode.ge) უფლებამოსილია არ დაიბრუნოს ნითვთი იმ შემთხევაში თუ მომხმარებელი მას პროდუქტს არ უბრუნებს იმ სახით რა სახითაც ჩაიბარა. • მაღაზია (www.episode.ge) მომხმარებელისთვის თანხის უკან დაბრუნებას მოახდენს, მომხმარებელს და მაღაზიას (www.episode.ge) შორის შეთანხმებიდან 48 საათის ვადაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *